ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერის სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობასაც გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, დაათვალიერეს საჩხერის საფეხბურთო სტადიონის -"ჩიხურას" მდგომარეობა და მისი განვითარების გზები დაგეგმეს.
“სტადიონი საჭიროებს მოდერნიზებას და მომზადდება შესაბამისი პროექტი. ასევე, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით, გადაწყდა ახალი სავარჯიშო, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის აშენება,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.