TOP-NEWS.GE / ქუთაისში დამსახურებულ მხატვარს, ზურაბ ხარაბაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს

ქუთაისში დამსახურებულ მხატვარს, ზურაბ ხარაბაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს

ქუთაისში დამსახურებულ მხატვარს, ზურაბ ხარაბაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს.

დავით კაკაბაძის სახელობის სახვით ხელოვნების გალერეაში მხატვრის საიუბილეო თარიღი მისი პერსონალური გამოფენით აღინიშნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა და პლაკატი.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და ხელოვანს იუბილე მიულოცეს ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ბიქტორ გვეტაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ზურაბ ხარაბაძე 1936 წელს  ქუთაისში დაიბადა.1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. გამოფენებში მონაწილეობს 1962 წლიდან. 1967 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია. მხატვარმა  სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში შექმნა მხოლოდ მისეული, საკუთარი ხელწერით გამორჩეული ნაწარმოებები. აღსანიშნავია  მისი გრაფიკული ნამუშევრები, პლაკატი და ილუსტრაციები. სწორედ ამ ჟანრში გამომჟღავნდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი, რისთვისაც ავტორს  მრავალი ჯილდო  აქვს დამსახურებული წლების განმავლობაში. საქართველოს გარდა არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი მისი მონუმენტური მოზაიკური პანოები. ზურაბ ხარაბაძე , ასევე, არის დამდგმელი მხატვარი  თეატრალური სპექტაკლების. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საფრანგეთის, კანადის, ჩეხოსლავაკიის, ბელგიის და სხვა ქვეყნების ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში და უცხოეთში კერძო კოლექციებში.

2-02-2026, 19:10
უკან დაბრუნება