ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით რესპუბლიკური კონფერენცია „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო “ ჩატარდა (ორგანიზატორი: კონკურსებისა და კონფერენციების მართვის კოორდინატორი მერაბ ახობაძე). ღონისძიებას ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა.
პროექტში ჩართული იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ქუთაისის საჯარო სკოლებიდან.
მოსწავლეების მიერ წარდგენილი თემებიდან კონფერენციაზე 14 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა. მონაწილეებმა მოიძიეს, შეკრიბეს და წარმოაჩინეს რეგიონებში მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოლკლორული და მატერიალური მასალები.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და წიგნებით.
კონფერენციას გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი დაესწრო.