TOP-NEWS.GE / ქუთაისში საერთაშორისო სასკოლო- თეატრალური ფესტივალი „N-ოვაცია ჩატარდა

ქუთაისში საერთაშორისო სასკოლო- თეატრალური ფესტივალი „N-ოვაცია ჩატარდა

ქუთაისში საერთაშორისო სასკოლო- თეატრალური ფესტივალი „N-ოვაცია 2025“ ჩატარდა.  ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოადგილე შალვა  მშვილდაძე დაესწრო.

სასკოლო-თეატრალური ფესტივალი უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდა და მასში  ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის გრან პრის მფლობელი ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა გახდა.

ფესტივალი „N-ოვაცია 2025“  ქუთაისის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გუშინ, 12:31
უკან დაბრუნება