იტვირთება

შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი პირი ცოცხალი აღმოჩნდა

შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი პირი ცოცხალი აღმოჩნდა

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა  აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

ამ დროისთვის მაშველები 14 ადამიანს ეძებენ. დღეს მდინარე ჭანჭახში მამაკაცის ცხედარი, ცხედრის ფრაგმენტი და ავტომობილი იპოვეს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები